суббота, 15 ноября 2008 г.
среда, 12 ноября 2008 г.
საშობაო და საახალწლო ტრადიციები
პროექტის სახელწოდება: საშობაო და საახალწლო ტრადიციები
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები სწავლობენ მსოფლიოს სხვა-დასხვა ქვეყანაში დამკვიდრებულ საახალწლო და საშობაო ტრადიციებს.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები ირჩევენ ერთ ქვეყანას და სწავლობენ ამ ქვეყნისთვის
დამახასიათებელ საშობაო და საახალწლო ტრადიციებს, იძიებენ რომელი პერიოდიდან დამკვიდრდა ეს ტრადიცია, რა დაედო საფუძვლად, როგორ ემზადებიან ახალი წლისთვის, როგორ ხვდებიან ახალ წელს, ეცნობიან საახალწლო სუფრის თავისებურებებს. იკვლევენ რა დატვირთვას ატარებს ესა თუ ის საახალწლო კერძი; იღებენ ინტერვიუებს უხუცესი ადამიანებისგან. მოიძიებენ მასალებს ლიტერატურიდან, ხელოვნებიდან; გადაიღებენ ფოტო და ვიდეო მასალებს. მოძიებული მასალებით მოაწყობენ პრეზენტაციას, გამოფენას.
მონაწილეთა ასაკი: 12-17 წელი.
ვადები: 2 თვე.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: არჩეული ქვეყნის ისტორიის, კულტურის, ტრადიციების შესახებ ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში, ბიბლიოთეკაში; ჯგუფური მუშაობები,
მოსალოდნელი შედეგები: შეიქმნება ბლოგი პროექტის შესახებ, მოეწყობა მოსწავლეთა ნახატების გამოფენა.
სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური, რუსული.
სარგებელი სხვებისთვის: უკეთ გაეცნობიან სხვადასხვა ხალხის კულტურას, ტრადიციებს, ამა თუ იმ ქვეყნისთვის დამახასიათებლ ადათ-წესებს; ისწავლიან ტრადიციების გაფრთხილებას და სხვათა კულტურის პატივისცემას.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტზე მუშაობის პროცესში მოსწავლეებს უვითარდებათ კვლევის უნარ-ჩვევები სხადასხვა საგანში:
ისტორია - იკვლევენ სხვადასხვა ქვეყნის კულტურის ტრადიციებს, ურთიერთობას და ურთიერთგავლენას, საზოგადოების განვითარების კულტურულ საფუძვლებს;
ლიტერატურა, ხელოვნება, მუსიკა - იკვლევენ და აანალიზებენ ხელოვნების, ლიტერატურის, მუსიკის ფოლკლორის როლს ადამიანის ყოფით ცხოვრებაში;
უცხო ენები - მოსწავლე კომუნიკაციის საშუალებად მშობლიური ენის გარდა იყენებს სხვა ენებსაც, უვითარდებათ თარგმნის უნარ-ჩვევები;
საინფორმაციო ტექნოლოგიები - მოსწავლეები სწავლობენ პროექტებზე მუშაობას და ბლოგების შექმნას.
მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
პროექტის ფასილიტატორის სახელი: ირინე სურგულაძე, ქუთაისის №15საჯარო სკოლის საინფორმაციო მენეჯერი
პროექტის ფასილიტატორის ელფოსტა: irinasurguladze@gmail.com
პროექტის ფორუმი:
პროექტის ვებ-გვერდი, ბლოგი: saaxalwlotradiciebi@blogspot.com
Подписаться на:
Сообщения (Atom)